ცინარეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჭადრაკის ტურნირში წარმატებით იასპარეზეს
06-03-2023

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებაში აქტიურად ერთვებიან.

ამჯერად, მოსწავლეები ჭადრაკის ტურნირში (მოსწავლეთა შორის პირველობაზე) მონაწილეობდნენ. სპორტული ღონისძიება სასპორტო სკოლის ორგანიზებით გაიმართა. 

შეჯიბრში მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს.

ღონისძიებაში მონაწილე 7 მოსწავლიდან 2-მა საპრიზო ადგილი მოიპოვა:
ოთარ ხუჯაძე - II ადგილი, უფროსი ასაკი (თასი,მედალი და სიგელი);
გიორგი აბუსელიძე -  III ადგილი, უმცროსი ასაკი (თასი,მედალი და სიგელი).

„სკოლა გულითადად ულოცავს მიღწეულ წარმატებებს მოსწავლეებს, მათ მშობლებს და სპორტის მასწავლებელ ჯემალ დიასამიძეს. ასევე წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტურნირები და შეჯიბრებები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203