აწყურის საჯარო სკოლის მეექვსეკლასელებმა გაზაფხულს ღონისძიება მიუძღვნეს
06-03-2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლაში, გაზაფხულის შემობრძანება განსაკუთრებული სიხარულითა და ამაღლებული განწყობით აღინიშნა.

მე-6 კლასი მოსწავლეებმა, ფერადი ბუშტებით, საგაზაფხულო დეკორაციებითა და ლამაზი ყვავილებით მრავალფეროვანი გარემო შექმნეს.

„გაზაფხულმშვიდობისა“ - მოსწავლეები დიდი სიხარულით ულოცავენ ერთმანეთს გაზაფხულის დადგომას.

„მზე უფრო მცხუნვარედ ასხივებს, მწვანე ბალახის სასიამოვნო სურნელი იგრძნობა, ია- ია ამოსულა, ჩიტების ჟღურტული აყრუებს ჩვენი სკოლის ეზოს...

თუ მსგავსი რამ თქვენს ირგვლივაც შეამჩნიეთ, მაშინ თქვენთანაც მოსულა გაზაფხული...“ - ასე აღწერენ გაზაფხულის პირველ დღეებს სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203