„ლამაზად შვილის გამზრდელი, დედა მიცვნია ღმერთადა“ - დაუვიწყარი ემოციები და ზღაპრული ღონისძიება ზარიძეების საჯარო სკოლაში 
06-03-2023

თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეების საჯარო სკოლაში, დედის დღეს ემოციური ღონისძიება  - „ლამაზად შვილის გამზრდელი, დედა მიცვნია ღმერთადა“, მიეძღვნა.

მოსწავლეთა წარმოდგენამ დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი ემოციები აჩუქა.

„რა შეიძლება მასწავლებელს ყველაზე მეტად უხაროდეს, თუ არა, ყურადღებიანი მშობლები და მათი ლამაზად აღზრდილი შვილები“ - ღონისძიების დასასრულს 1-ელი კლასის დამრიგებელმა ფატმან ცაკაშვილმა აღნიშნა.

სკოლის დირექციამ, ღონისძიების ხელმძღვანელ, პედაგოგ ფატმანს, ჯადოსნური დღისთვის მადლობა გადაუხადა, როგორც თავად აღნიშნავენ, წარმოდგენამ უფროსებიც ბავშვობაში დააბრუნა - მაყურებელი ხან ატირა და ხან აცინა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...