თრიალეთის საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა დედის დღე ღონისძიებით აღნიშნეს
06-03-2023

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ თრიალეთის საჯარო სკოლის მე-2 კლასელებმა, დედებს, დედის დღე საინტერესო ღონისძიებით მიულოცეს.

მოსწავლეებმა, საგაზაფხულო თემატიკით გააფორმეს საკლასო გარემო და დედებისთვის მისალოცი ბარათები დაამზადეს.

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი წარმოდგენით წარდგნენ, მათ შორის ლექსები წაიკითხეს და სასკოლა საზოგადოებას საზეიმო განწყობა შეუქმნეს. 

„გილოცავთ დედის დღეს, დღეს, გვინდა ლექსებით მოგეფეროთ და გამოვხატოთ თქვენდამი დიდი სიყვარული“, - დიდი სიყვარულით მიმართეს მოსწავლეებმა მშობლებს.

ღონისძიება, კლასის დამრიგებლის - მარინე ირემაძის ხელმძღვანელობით გაიმართა.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203