შავღელეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებით აღნიშნეს 
06-03-2023

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა, დედებსა და პედაგოგებს, დედის დღე ღონისძიებით მიულოცეს.

ღონისძიება, დამრიგებლის - ზაირა ბოლქვაძისა და რუსული ენის მასწავლებლის - ანჟელა თედეევას მხარდაჭერით ჩატარდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ინგლისურად და რუსულად შექმნეს კედლის გაზეთი, შეასრულეს სიმღერები და წაიკითხეს ლექსები.

დღის ბოლოს კი, ბავშვებმა პედაგოგები თავისი დამზადებული მისალოცი ბარათებით დაასაჩუქრეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203