თბილისის N60 საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეებმა დედებს 3 მარტი ღონისძიებით მიულოცეს
03-03-2023
თბილისის N60 საჯარო სკოლაში დედის დღესთან დაკავშირებით, არაერთი ღონისძიება გაიმართა.
მათ შორის აღსანიშნავია, IIე კლასის მოსწავლეთა მრავალფეროვანი საზეიმო წარმოდგენა, რომელიც კლასის დამრიგებლის - თიკო აბაშიძის ხელმძღვანელობით მოეწყო.
მეორეკლასელებმა დედებს გაზაფხულის ეს ლამაზი დღესასწაული ლექსებითა და სიმღერებით მიულოცეს და ყველაზე საყვარელ ადამიანებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს.
აღსანიშნავია, რომ თბილისის N60 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი საინტერესო ღონისძიებები ტარდება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს