წესის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა
03-03-2023
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო სკოლაში 1921 წლის 25 თებერვალი და საბჭოთა ოკუპაცია გაიხსენეს.
სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - თამარ მესხის ხელმძღვანელობითა და მეშვიდე კლასის მოსწავლეთა ჩართულობით, ღონისძიება გაიმართა.
მოსწვლეებმა ისაუბრეს 1921 წლის 11-25 თებერვლის სიხლიანი დღეების შესახებ, გაიხსენეს იუნკერთა თავგანწირვა, მარო მაყაშვილი და შალვა ერისთავის თავდადება, წაიკითხეს კოლაუ ნადირაძის ლექსი - „25 თებერვალი“, ნახეს დოკუმენტური ფილმი.
ასევე, მოზარდებმა ისტორიის მასწავლებლის მაია ცერცვაძის დახმარებით დაამზადეს კედლის გაზეთი, რომელშიც 1921 წლის თებერვლის მოვლენები ასახეს.