„მოვეფეროთ დედებს“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი მუსიკალური კომპოზიცია
03-03-2023

„გაზაფხული სიცოცხლისა და სიყვარულის, უზღვავი და უშრეტი ენერგიის წყაროა. წელიწადის ამ დროს გულს უხარია და სულს ეზეიმება“- აღნიშნავენ ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში, სადაც გაზაფხულის პირველი თვე ღონისძიებებით დაიწყო. 2 მარტი დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობებითა და კლასის საათებით, რომლებიც ეძღვნებოდა გაზაფხულს, დედისა და ქალთა დღეს.

განხორციელდა შემდეგი აქტივობები:

  1. დედის დღისადმი მიძღვნილი ინგლისური ენის გაკვეთილი პირველ კლასში - მასწავლებელი თ.თუთბერიძე;
  2. „ვკითხულობთ ერთად“- მკითხველთა კლუბის ინტელექტუალური თამაში - ხელმძღვანელი თ.ჭუმბურიძე;
  3. დედის დღისადმი მიძღვნილი რუსული წრის (VI კლასი) დასკვნითი ღონისძიება - ხელმძღვანელი ქ.ჯიქია.
  4. კლასის საათი სახელწოდებით „დედავ, სიცოცხლის დიდო საწყისო“ – V კლასი, კლასის ხელმძღვანელი მ.წულაია;
  5. კლასის საათი „ქალი და მარტი“ - X კლასი - კლასის ხელმძღვანელი ნ.ბაზაძე.
  6. დედის დღესთან დაკავშირებით კლასის საათი VII კლასში - კლასის ხელმძღვანელი თ.ივანეიშვილი;
  7. VIII კლასის საათი თემაზე: „ვაკეთოთ ერთად“ – კლასის ხელმძღვანელი დ.ხაჩიძე;
  8. „დედავ სიცოცხლის დიდო საწყისო“ კლასის საათი III კლასში - კლასის ხელმძღვანელი ლ.ციბაძე;

დღე კი დააგვირგვინა დაწყებითი საფეხურის ყველა კლასმა შთამბეჭდავი მუსიკალური კომპოზიციით „მოვეფეროთ დედებს“. მათ უმღერეს სიცოცხლის სიყვარულს-გაზაფხულს, სიცოცხლის საწყისს-დედას და სამყაროს უძლიერეს არსებას - ქალს.

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი კვირეული გრძელდება და 7 მარტს, სპექტაკლის -  „გამოძიება შეწყვეტილია“ პრემიერით დასრულდება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203