ქუთაისის N12 სკოლაში მასწავლებლებისა და მოსწავლეთა მშობლებისათვის გენდერული თანასწორობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა
03-03-2023

ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში სხვადასხვა თემაზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისა და თვალსაწიერის გაფართოების მიზნით არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება. 

2 მარტს, სკოლაში მასწავლებლებისა და მშობლებისათვის ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა გენდერული თანასწორობის საკითხებზე.

სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს წარმომადგენელმა - თამთა ჩეჩელაშვილმა საინტერესოდ ისაუბრა შემდეგ თემებზე:

  • გენდერული ნიშნით ძალადობა;
  • საქართველოში მსხვერპლის მოძალადისაგან დასაცავად არსებულ სამართლებრივი დაცვისა და დახმარების მექანიზმები;
  • სახალხო დამცველის პრაქტიკა და რეკომენდაციები.

სკოლაში სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს წარმომადგენელ თამთა ჩეჩელაშვილს თანამშრომლობისთვის მადლობას უხდიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203