გურიფულის საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეებმა დედებისთვის ორიგინალური საჩუქრები შექმნეს
03-03-2023

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიფულის საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეები დედის დღისთვის განსაკუთრებულად მოემზადნენ. 

მეხუთეკლასელები პედაგოგმა - ნათია ქანდარიამ შემოქმედებით აქტივობაში ჩართო. მოსწავლეებმა ყველაზე საყვარელი ადამიანებისთვის სუვენირები დაამზადეს, შემდეგ კი სკოლაში მისულ დედებს გაზაფხულის ეს ლამაზი დღესასწაული მიულოცეს და მათივე ხელით შექმნილი საჩუქრები გადასცეს.

„სანამ თვალი ამ სამყაროს ხედავს, მოეფერეთ, ჩაეხუტეთ დედას!“- მოგვიწოდებენ მოსწავლეები. 

აღსანიშნავია, რომ გურიფულის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას დიდ ყურადღებას უთმობენ, ამიტომ მათ ამ მიმართულებით მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203