ივანდიდის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა დედებს 3 მარტი ღონისძიებით მიულოცეს
03-03-2023

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ბავშვთა გასართობ ცენტრში გამართეს. 

ღონისძიებას ორგანიზება სკოლის მუსიკის მასწავლებელმა - ირმა ჯალაღანიამ გაუწია. ბავშვებმა გაზაფხულის ლამაზი დღესასწაული დედებს მიულოცეს და ყველაზე ძვირფასს ადამიანებს შთამბეჭდავი ღონისძიება მიუძღვნეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პატარებმა სხვადასხვა სასცენო ნომრებით - სიმღერებით, ლექსებითა და ლამაზი სიტყვებით შეამკეს მათთვის ძვირფასი ადამიანები და გაულამაზეს ​ეს დღე.

„მრავალი წელი ყოფილიყოს თქვენი დედა-შვილობა! დედისა და დედაშვილობის სიყვარულით გამთბარი ათეული წლები აგეთვალოთ!“ - სკოლაში კიდევ ერთხელ ულოცავენ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს 3 მარტს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203