დედის დღისადმი მიძღვნილი შთამბეჭდავი ღონისძიება ბუკნარის საჯარო სკოლაში
03-03-2023

„ლამაზად შვილის აღმზრდელი დედა მიცვნია ღმერთადა“ - ეს სიტყვები, სითბო და სიყვარული გასდევდა თან დედის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ალექსი ბერაძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარის საჯარო სკოლაში, რომელშიც დაწყებითი კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეებმა მშობლებს მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით მიულოცეს გაზაფხულის ეს ლამაზი დღესასწაული და განსაკუთრებული ემოციები აჩუქეს.  

აღსანიშნავია, რომ ბუკნარის საჯარო სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება, რაც მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩნა-განვითარებას ემსახურება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203