გუბის საჯარო სკოლის I - II კლასების მოსწავლეებმა დედის დღის მისალოცი ბარათები შექმნეს
03-03-2023

ვლადიმერ ჯანჯღავას სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბის საჯარო სკოლის მზრუნველი და მოსიყვარულე პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულს ყოველდღე ჩუქნიან და ამ გრძნობების გაზიარებას მათაც ასწავლიან. 

ამჯერად, პედაგოგებმა - ირინა შველიძემ და ნინო კაკაბაძემ I - II კლასების მოსწავლეები დედის დღესთან დაკავშირებით, შემოქმედებით აქტივობაში ჩართეს. 

მოსწავლეებმა დედის დღის მისალოცი ბარათები დაამზადეს და დედებს თბილი და გულწრფელი სიტყვები მიუძღვნეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203