
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნატანების საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებს, დედის დღესთან დაკავშირებით, ნატანების ბიბლიოთეკის გამგემ ზიტა ჩხარტიშვილმა უმასპინძლა.
მერვეკლასელებმა ბიბლიოთეკაში გაზაფხულის მოსვლა და დედის დღე ღონისძიებით აღნიშნეს.
მოსწავლეები დედებს ქვემო ნატანების საჯარო სკოლის პედაგოგის - პოეტ გულო ცერცვაძის ლექსებით მოეფერნენ. მოსწავლეებმა მშობლებს თბილი და გულწრფელი სიტყვები, სიყვარული, დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიება საინტერესო და ემოციური გამოვიდა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: