
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N2 საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. მოსწავლეები აღნიშნულ დავალებებს ხალისითა და ინტერესით ასრულებენ.
28 თებერვალს, ცხუნკურის N2 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეებმა დაასრულეს მუშაობა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე, რომლიც თემა გახლდათ - „ხსნარები, ხსნარების კონცენტრაცია“.
კომპლექსური დავალება მოსწავლეებს ქიმიის მასწავლებელმა ნინო ჯალიაშვილმა შესთავაზა. დავალების მიზანი კი იყო სხვადასხვა პროცენტული შემცველობის ხსნარების დამზადება და მასში შემავალი ნივთიერებების მასური წილის გაგება.
მოსწავლეებმა შეძლეს სხვადასხვა სახის ხსნარების დამზადება, მათემატიკური სიზუსტის გამოთვლები, ჩაატარეს დავალების პირობის პრეზენტაცია, რაც საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის.
იხილეთ ფოტოები: