
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ თრიალეთის საჯარო სკოლაში დედის დღე აღინიშნა.
საზეიმო ღონისძიება ნარგიზ და ნათია ვაშაყმაძეების ხელმძღვანელობით გაიმართა. V-VI მოსწავლეები სასკოლო საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარდგნენ, დედებს მიუძღვნეს ლექსები, საჩუქრები დაუვიწყარი ემოცია და სიყვარული. მშობლებს ხელნაკეთი საჩუქრებითაც გაუხარეს გული.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებმა აღნიშნეს რომ ვერცერთი ლექსით ვერ გადმოსცემდნენ დედისადმი სიყვარულს და მშობლებს შემდეგი სიტყვებით მიმართეს - „უბრალოდ იცოდეთ, რომ ჩვენ თქვენით ვსუნთქავთ და სანამ დედა გვყავს არ დავბერდებით, სანამ დედა გვყავს არ დავღონდებით“.
აღსანიშნავია, რომ თრიალეთის საჯარო სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება, რაც მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩნა-განვითარებას ემსახურება.