საბირქენდის N1 საჯარო სკოლაში დედის დღესთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა
03-03-2023

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდის N1 საჯარო სკოლაში გაზაფხულის მოსვლა და დედის დღე საზეიმოდ აღინიშნა.

გაზაფხულის ამ ლამაზ დღესასწაულს სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა, რომელიც მრავალფეროვან საზეიმო პროგრამას მოიცავდა. 

მე-4 კლასის მოსწავლეებმა ლექსები მხატრულად წაიკითხეს, იმღერეს, მისალოცი ბარათები დაამზადეს, თავადაც დაწერეს ლექსები და დედებსა და მასწავლებლებს მიუძღვნეს. 

მე-11 კლასის კი თოჯინური სპექტაკლი გამართეს, რომელიც მუსიკალურად თავადვე გააფორმეს. აპლიკაციები და თოჯინებიც თავადვე შექმნეს და დამსწრე საზოგადოებას წარმტაცი სანახაობა აჩვენეს.  ღონისძიებას მასწავლებლები: მახირა ბაბაზადე, ხათუნა წიკლაური და გუნელ გარაევა ხელმძღვანელობდნენ. 

ღონისძიების ამსახველი ვიდეორგოლი იხილეთ ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203