
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერის საჯარო სკოლის მზრუნველი და მოსიყვარულე მასწავლებლები ამ ჯადოსნური ემოციების გაზიარებას მოსწავლეებსაც ასწავლიან.
სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. საზეიმო ღონისძიება I კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ მაია თედიაშვილის ხელმძღვანელობით, გამართეს.
პირველკლასელები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი ღონისძებით წარდგნენ და მშობლებსა და მასწავლებლებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს.
აღსანიშნავია, რომ დაბა წაღვერის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარება-წარმოჩნის მიზნით არაერთი ღონისძიება იმართება.
იხილეთ ფოტოები: