აბულის საჯარო სკოლაში დედის დღეს საზეიმო ღონისძიება მიეძღვნა
03-03-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულის საჯარო სკოლაში დედის დღე საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა. 

ქართული ენის მასწავლებლის ინიციატივით, მე-3 და მე-4 კლასელებმა დედის დღეს სიურპრიზებით სავსე ლამაზი ღონისძიება მოაწყვეს.

ღონისძიების ფარგლებში, ბავშვებმა იმღერეს, საცეკვაო ნომრები შეასრულეს და დედებს გაზაფხულის ეს ლამაზი დღესასწაული განსაკუთრებულად მიულოცეს. ბავშვებმა დედებს, რომლებიც ღონისძიებას ესწრებოდნენ, დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს, ღონისძიების დასასრულს კი მშობლებს ყვავილები გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ აბულის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარება-წარმოჩნის მიზნით არაერთი ღონისძიება იმართება.

იხილეთ ფოტოები:








 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203