
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლაში დაწყებითი და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა გაზაფხულის შემობრძანება და დედის დღე აღნიშნეს.
მოზარდებმა მშობლებსა და მასწავლებლებს მიუძღვნეს ლექსები და სიმღერები, ასევე დედებისთვის მრავალფეროვანი მისალოცი ბარათები დაამზადეს, რომლებშიც სითბო და სიყვარული ჩააქსოვეს. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული ღონისძიებაში, მათ ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს, მშობლებსა და დამსწრე საზოგადოებას კი დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს.
შთამბეჭდავ ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს მასწავლებლებმა - ნანა ჟვანიამ, მანანა ხუბუამ და მარინა ბაქრაძემ.
იხილეთ ფოტოები: