მარადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის დღის მისალოცი ბარათები კომპიუტერული პროგრამის დახმარებით შექმნეს
03-03-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები დედის დღის შესახვედრად განსაკუთრებულად მოემზადნენ.
ინფორმაციული ტექნოლოგიების პედაგოგმა - ინგა მსხალაძე მოსწავლეებს გაზაფხულის ამ ლამაზ დღესასწაულთან დაკავშირებით საინტერესო შემოქმედებითი აქტივობა შესთავაზა.
მოსწავლეებმა, პროგრამა - PowerPoint-ის დახმარებით დედის დღის მისალოცი ბარათები შექმნეს.
აქტივობა მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა. მათ შემოქმედებით ნიჭი და შესაძლებლობები და ტექნიკური უნარები წარმოაჩინეს.