
თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეების საჯარო სკოლაში არაერთი საინტერესო აქტივობა იგეგმება.
ამჯერად, მოსწავლეებმა, პედაგოგებთან ერთად, მირზა გელოვანის დაბადების დღე აღნიშნეს და მის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ.
„ყოველთვის ვცდილობთ გავიმრავალფეროვნოთ სასკოლო ცხოვრება; გაზაფხულის პირველი თვის 2 რიცხვი თიანელი პოეტის - მირზა გელოვანის დაბადების დღეა...ვესტუმრეთ მის მემორიალურ სახლ-მუზეუმს მოკრძალებული, ლამაზი ღონისძიებით...
დავათვალიერეთ, აგრეთვე, მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა, „მკითხველთა კლუბის“ წევრებმა შემთხვევით ისარგებლეს და წიგნადი ფონდიდან შეარჩიეს მათთვის საინტერესო წიგნები წასაკითხად“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: