
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა 3 მარტს ნამუშევრები მიუძღვნეს.
მოსწავლეებმა, დამრიგებელ მარინა ჩხაიძესთან ერთად, თავიანთი ხელით დაამზადეს მისალოცი ბარათები და წრფელი გულით, სითბოთი და სიყვარულით მიულოცეს დედებს დედის დღე!
მოსწავლეებმა გაზაფხულის დღესასწაულები დიდი სიხარულითა და მონდომებით აღნიშნეს.
იხილეთ ფოტოები: