ურავის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა დედის დღე ღვაწლმოსილ პედაგოგ მზია ჭელიძეს განსაკუთრებულად მიულოცეს
03-03-2023

​ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავის საჯარო სკოლაში განსაკუთრებულად აფასებენ უფროსი თაობის პედაგოგთა ღვაწლს, რომლებმაც სამშობლოს არაერთი ღირსეული თაობა აღუზარდეს. 

ურავის საჯარო სკოლის პედაგოგები დედის დღესთან დაკავშირებით, უფროს კოლეგას, სკოლის დამსახურებულ პედაგოგს - მზია ჭელიძეს ესტუმრნენ, გაზაფხულის ეს ლამაზი დღესასწაული მიულოცეს და სხვა დანარჩენი ღვაწლმოსილი კოლეგები გაიხსენეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სტუმრობამ ამაღელვებლად და ემოციურად ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203