
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამაშევის საჯარო სკოლაში 1921 წლის 25 თებერვალი და საბჭოთა ოკუპაცია გაიხსენეს.
„25 თებერვალი ერთ-ერთი ტრაგიკული დღეა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.102 წლის უკან ამ დღეს საქართველო ოკუპირებული იქნა საბჭოთა რუსეთის მიერ. სისხლისმღვრელ ბრძოლაში უამრავი ახალგაზრდა დაიღუპა“,- აღნიშნავენ ნამაშევის საჯარო სკოლაში, სადაც სამშობლოსთვის თავდადებულ გმირთა ხსოვნის პატივსაცემად ღონისძიება - „დიდება გმირებს“ მოეწყო.
ღონისძიება საზოგადოებრივი კათედრის წევრების - მინდია გველებიანის, ელისო ლეშკაშელისა და იზოლდა გალდავაძის ორგანიზებით ჩატარდა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ VII-X კლასების მოსწავლეები.
მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში განვითარებული მოვლენები. მოეწყო ფილმის ჩვენება.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მთელი ღონისძიება დაეთმო ამ დღეს შეწირულ გმირებს.
მოსწავლეებმა პატივი მიაგეს ეროვნულ გმირს მარო მაყაშვილს. ის 17 წლის სტუდენტი იყო, რომელიც ამ ბრძოლას შეეწირა. მისი დღიურები მოსწავლეებმა წარმოადგინეს ვიდეოს სახით. მოსწავლეებმა მარო მაყაშვილს და იუნკრების ხსოვნას პატივი მიაგეს და აუდიტორიის წინაშე ლექსებით წარდგნენ. ღონისძიება საინტერესო გამოდგა.
„მნიშვნელოვანია, ჩვენი გმირების სახელები დავიწყებას არ მიეცეს... შეუფასებელია მათი ღვაწლი.. და სამშობლოსადმი თავდადება... დიდება გმირებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: