საგვიჩიოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებსა და მასწავლებლებს გაზაფხულის პირველი დღესასწაული ლექსებითა და სიმღერებით მიულოცეს
03-03-2023

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოს საჯარო სკოლაში საზეიმო ღონისძიება გაიმართა. 

პედაგოგებმა - მაყვალა ხარაიშვილმა, ზამირა შეყლაშვილმა და თეონა მეგრელიშვილმა თავიანთ მოსწავლეებთან ერთად მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს გაზაფხულის შემობრძანება.

ბავშვებმა დაამზადეს მისალოცი ბარათები, პლაკატები. მოეწყო შთამბეჭდავი ღონისძიება. მოსწავლეებმა ლექსებითა და სიმღერებით მიულოცეს დედის დღე და გაზაფხულის დადგომა საყვარელ დედებსა და მასწავლებლებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203