დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა დედის დღის მისალოცი მრავალფეროვანი ბარათები დაამზადეს 
03-03-2023
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები დედის დღისთვის განსაკუთრებულად მოემზადნენ. 

1-ლი კლასის მოსწავლეებს გაზაფხულის ამ ლამაზი დღესასწაულის აღსანიშნად, დამრიგებელმა ქეთევან სანაძემ შემოქმედებითი აქტივობა  - „3 მარტი - დედის დღეა“ შესთავაზა. 

მოსწავლეებმა მრავალფეროვანი მისალოცი ღია ბარათები შექმნეს და დედებისთვის, თბილი, სიყვარულით სავსე გულწრფელი სიტყვები არ დაიშურეს. 

აღსანიშნავია, რომ დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203