შავღელეს საჯარო სკოლის მოსწავლე შოთა ქამადაძემ თებერვლის შემაჯამებელ ტესტში ოქროს დიპლომი დაიმსახურა
03-03-2023

ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს საჯარო სკოლის მოსწავლეები izrune.ge - ს მამოტივირებელ და საგანმანათლებლო ტესტებს დიდი მონდომებითა და წარმატებით ასრულებენ. 

I კლასის მოსწავლე შოთა ქამადაძემ თებერვლის შემაჯამებელ ტესტში ბრწყინვალე შედეგი მიიღო და დიპლომი დაიმსახურა.

სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და მას წინსვლას უსურვებენ. 

შეგახსენებთ, რომ izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203