„ხელოვნება, როგორც ზემოქმედებისა და კომუნიკაციის საშუალება“ - დაბა ჩოხატაურის N1  სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეთა საინტერესო კომპლექსური დავალება
03-03-2023

ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლაში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა წარმატებით ინერგება. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი კომპლექსური დავალებებია. მასწავლებლები მოსწავლეებს მრავალფეროვან და საინტერესო დავალებებს სთავაზობენ, მოსწავლეები კი მათ დიდი ინტერესით ასრულებენ.

დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის მე-9ა კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ თამარ ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით იმუშავეს კომპლექსურ დავალებაზე, რომლიც თემა გახლდათ - „ხელოვნება, როგორც ზემოქმედებისა და კომუნიკაციის საშუალება“.

ამ დავალების ფარგლებში, მოსწავლეთა ამოცანა იყო, ხელოვნების გამოყენებით საზოგადოებამდე მიეტანათ საკუთარი დამოკიდებულება სხვადასხვა საჭირბოროტო და აქტუალურ თემაზე.

მოსწავლეებმა ამ დავალების ფარგლებში შექმნეს არაერთი საინტერესო პლაკატი, რომლითაც დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა - ძალადობა, ბულინგი, სხვადასხვა ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რასიზმი და სხვა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ამ დავალებამ მოსწავლეებს ნათლად დაანახა ხელოვნების ძალა და მისი ყოველდღიურ ცხოვრებაში ავტორის პოზიციის გადმოსაცემად გამოყენების შესაძლებლობა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203