
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურების საჯარო სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
მოსწავლეებმა დაამზადეს კედლის გაზეთები, დედებისთვის მისალოცი ბარათები და ხელნაკეთი ყვავილები, წაიკითხეს თემატური ლექსები, დადგეს მინი სპექტაკლი, იმღერეს და იცეკვეს.
პედაგოგმა - მანანა ბარამიძემ ჩაატარა სახალისო ვიქტორინა დედებისთვის, ღონისძიების დასრულების შემდეგ დაურიგა მათ „საუკეთესო დედის“ სერტიფიკატები და მადლობა გადაუხადა თანადგომისა და აქტიურობისათვის.
აღსანიშნავია, რომ ზემოსურების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარების მიზნით, არაერთი საგანმანათლებლო, შემეცნები, საზეიმო თუ გასართობი ღონისძიება იმართება.
იხილეთ ფოტოები: