„დედა - სიცოცხლის დიდო საწყისო!“ - გორელოვკის N3 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა საზეიმო ღონისძიება
03-03-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში დედის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. 

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა გამართეს ღონისძიება - „დედა სიცოცხლის დიდო საწყისო!“

პატარებმა შეასრულეს სიმღერები, იცეკვეს, თემატური ლექსები მხატვრულად წაიკითხეს.

მოსწავლეებს დედიკოებს დაუმზადეს ხელნაკეთი თაიგულები, მისალოცი  ბარათები რომელიც ღონისძიების დასასრულს გადასცეს მშობლებს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეებმა გააფერადეს, გაამხიარულეს გაზაფხულის პირველი დღეები და სასკოლო საზოგადოებას დაუვწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზებისათვის მასწავლებლებს - ფატი რაზმაძესა და თამარ გორგაძეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203