
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში დედის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
გაზაფხულის ამ ლამაზი დღესასწაულისთვის პირველკლასელებმა, პედაგოგ გუანნა მკოიანის ხელმძღვანელობით, მრავალფეროვანი მისალოცი ბარათები დაამზადეს. პატარებმა დედებისთვის თბილი და სიყვარულით სავსე სიტყვები არ დაიშურეს. მოსწავლეთა სასამმარტო მილოცვა მეტად ემოციური გამოვიდა.
მე-4 კლასში კი 3 მარტს საინტერესო საზეიმო გაკვეთილი მიეძღვნა, რომელსაც გუანნა მკოიანი ხელმძღვანელობდა. მოსწავლეებმა თემატური ლექსები წაიკითხეს და გაზეთი შექმნეს.
„დედა არის სიყვარული, სიცოცხლე და ერთგულება“,- აღნიშნავენ მოსწავლები.
იხილეთ ფოტოები: