„არავინ და არაფერია დავიწყებული“ - აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, კვირეული გაიმართა
03-03-2023
აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში 1921 წლის 25 თებერვალი გაიხსენეს.
სკოლაში, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, კვირეული სახელწოდებით - „არავინ და არაფერია დავიწყებული“ ჩატარდა.
კვირეულის ფარგლებში ისტორიის მასწავლებლებმა მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია ანექსიის შესახებ.
მოსწავლეებმა მოიძიეს ფოტომასალები, შექმნეს პოსტერები, წაიკითხეს ოკუპაციის თემაზე შექმნილი ლექსები და დაწერეს ესეები. სკოლის დერეფანში გააკრეს სამუშაოს ამსახველი პოსტერები და პლაკატები.
მოსწავლეებმა ასევე 25 თებერვალის ტრაგიკულ მოვლენებზე ისაუბრეს და სამშობლოსთვის თავდადებულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს