
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ანალიტიკური და ინტელექტუალური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
1-ელ მარტს, ვახანის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“, ფინალური ტურის მეორე შეხვედრა ჩატარდა. მოსწავლეებისთვის კონკურსი საინტერესო და მეტად თავშესაქცევი აღმოჩნდა, ამიტომ ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
თამაში გუნდი „მედჰაუსის“ გამარჯვებით 6:3 დასრულდა. დღის საუკეთესო მოაზროვნედ დასახელდა გუნდის კაპიტანი რუსუდან ინასარიძე, რომელსაც სიგელი და სიმბოლური საჩუქარი გადაეცა.
სტუმრის სტატუსით მიწვეული იყო, მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი, რომლის დასმულ კითხვასაც გუნდმა წარმატებით უპასუხა.
გაგაცნობთ გუნდ „მედჰაუსის“ შემადგენლობას:
ფინალური ტურის, ბოლო, III შეხვედრას, 6 მარტს გუნდი „რისორჯიმენტო“ ითამაშებს.
სკოლაში მადლობას უხდიან ღონისძიების სტუმარს და ყველას ვინც თამაშის ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა.
„მადლობას ვუხდით მოწვეულ სტუმარს, ღონისძიების ორგანიზატორს, ამავე სკოლის მათემატიკის პედაგოგს ლაური ღონღაძეს და გუნდის თითოეულ წევრს, საინტერესო თამაშისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: