
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სარალის საჯარო სკოლაში დედის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
„დედავ, სიცოცხლის დიდო საწყისო!“ - ეს სიტყვები, სითბო და სიყვარული გასდევდა ლიტერატურულ მხატვრულ კომპოზიციას, რომელზეც მიწვეულები იყვნენ დაწყებითი კლასის მშობლები.
მოსწავლეებმა მშობლებს გაზაფხულის ეს ლამაზი დღესასწაული მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით მიულოცეს და დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს.
აღსანიშნავია, რომ ქვემო სარალის საჯარო სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება, რაც მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩნა-განვითარებას ემსახურება.
იხილეთ ფოტოები: