სენაკის N1 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა დედის დღე საინტერესო ღონისძიებითა და სახალისო ვიქტორინით აღნიშნეს
03-03-2023

გენო ადამიას სახელობის სენაკის N1 საჯარო სკოლის IV კლასში გაზაფხულის დღესასწაულები აღნიშნეს.

მოსწავლეებმა, რომელთა კლასის ხელმძღვანელი შორენა ნოდიაა, დედებს დაუვიწყარი დღე აჩუქეს. ზეიმს მშობლებიც ესწრებოდნენ. ბავშვებმა მათ საინტერესო და სახალისო აქტივობები წარუდგინეს.

მოსწავლეებმა დედებს თბილი და ლამაზი სიტყვებით, ლექსებით, სიმღერებით, ცეკვებითა და საკუთარი ნამუშევრებით მიულოცეს 3 მარტი.

ღონისძიების ბოლოს გაიმართა ვიქტორინა, სადაც მშობლებს შვილების ნამუშევრებიდან საკუთარი თავი უნდა ამოეცნოთ.

დედის დღისადმი მიძღვნილმა ღონისძიებამ მშობელთა აღტაცება, მხიარულება და ოვაციები დაიმსახურა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203