წუთებში ჩატეული დიდი სიყვარული - პედაგოგ მელანია დოლიძისა და მისი მოსწავლეების დედის დღის მისალოცი
03-03-2023

სპორტის მასწავლებელი მელანია დოლიძე ბავშვებს საგნის სწავლებასთან ერთად, დიდ სიყვარულსა და სითბოს უზიარებს და ამ ჯადოსნური გრძნობების გაზიარებას მათაც ასწავლის.

ბათუმის N17 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის დღის მისალოცი ვიდეორგოლი ჩაწერეს, დედებს 3 მარტი თბილი სიტყვებით მიულოცეს და კიდევ ერთხელ შეახსენეს თუ რა ბედნიერებაა იყო მშობელი.

მათი გულწრფელი სიტყვები დედებისთვის მართლაც რომ საუკეთესო საჩუქარია. 

სპორტის მასწავლებელი მელანია დოლიძე 3 მარტს ყველა დედას ულოცავს.

„3 მარტი დედის დღეა, დედა ყველა ადამიანისთვის განსაკუთრებული ადამიანია, დედა ქმნის, დედა იცავს, დედას უყვარს, დედა მთელი ცხოვრება თან ატარებს ჩვენი სულის გასაღებს“ - აღნიშნავს მელანია დოლიძე.

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203