ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებითი მიზნით თბილისს ეწვივნენ
24-04-2018
ილია ჭავჭავაძის სახელობის ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა კლუბის „ეს ჩემი უფლებაა“ წევრები თბილისს ესტუმრნენ. მოსწავლეები სახალხო დამცველის ოფისში იმყოფებოდნენ.
მათ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ და მისმა მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ ლექცია ჩაუტარეს.
შეხვედრა ინტერაქტიული ხასიათის იყო.
მოსწავლეები თბილისში სახალისო საბუნებისმეტყველო მუზეუმს „ექსპერიმენტორიუმსაც“ ეწვივნენ. ასევე იმყოფებოდნენ სამების ტაძარში.
მოინახულეს ცნობილი ისტორიული ძეგლები მცხეთაში სვეტიცხოველი, ჯვრის მონასტერი და სამთავროს ტაძარი.
მოსწავლეთა კლუბი გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის ქობულეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორს და ადმინისტრაციას. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს