
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლაში დედის დღე ორიგინალურად აღინიშნა.
სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილი კედლის გაზეთების გამოფენა მოეწყო. ბავშვებმა თავად შექმნეს დედის მოსაფერებელი ჩანახატები.
მოსწავლეთა ნამუშევრები მრავალფეროვნებით გამოირჩევა და შთამბეჭდავი სანახავია.
აღსანიშნავია, რომ სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარება-წახალისებას დიდ ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ პედაგოგები მომავალ თაობას მრავალფეროვან ღონისძიებებს, აქტივობებსა თუ პროექტებს სთავაზობენ.
იხილეთ ფოტოები: