ბორბალოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებსა და მასწავლებლებს გაზაფხულის დღესასწაულები დაუვიწყარი ღონისძიებით მიულოცეს
03-03-2023

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბორბალოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაზაფხულის პირველი დღესასწაულები აღნიშნეს.  

სკოლაში, სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების - მაია დალაქიშვილისა და ნინო დალაქიშვილის ორგანიზატორობით, დედისა და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება  - „ყველა სიკეთის დედაა ქალი ...“ ჩატარდა. 

მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს და დედებსა და მასწავლებლებს დღესასწაულები მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით მიულოცეს. ბავშვებმა სასკოლო საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203