
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელი ლასურიაშის საჯარო სკოლაში არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება, რაც მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებას, თვალსაწიერის გაფართოებას და მათი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-წახალისებას ემსახურება.
მათ შორის, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, მე-9 კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - მარინა ბრეგვაძის ხელმძღვანელობით, სასკოლო საზოგადოებას ლიტერატურული სპექტაკლი - „ბედი ქართლისა“ წარუდგინეს.
მოსწავლეებმა როლები ოსტატურად მოირგეს და დამსწრე საზოგადოების მხურვალე აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს.
სპექტაკლის დასრულების შემდეგ კი ოკუპაციის თემაზე მოსწავლეებს შორის ინტელექტუალური თამაში: „რა? სად? როდის?“ ჩატარდა.
იხილეთ ფოტოები: