ბათუმში ქალთა პირველი საფეხბურთო გუნდი და მისი წარმატებული წევრი - პედაგოგი მელანია დოლიძე
სპორტის მასწავლებელი მელანია დოლიძე ვეტერანი სპორტსმენია. ის ბათუმში ქალთა ფეხბურთის პირველი გუნდის წევრი იყო. მან თავის გუნდთან ერთად სპორტულ შეჯიბრებებში წარმატებით არაერთხელ იასპარეზა. გუნდი 1997 წელს ბალახის ჰოკეისტების ბაზაზე ჩამოყალიბდა.
ამავე წელს გუნდი საქართველოს პირველობაზე მონაწილეობდა, სადაც მე-3 ადგილი დაიკავა. შემდგომ კი გუნდის წევრები საქართველოს თასის გათამაშების ფინალში გავიდნენ და წარმატებით იასპარეზეს.
საქართველოს შემდეგი ჩემპიონატი 2004 წელს ჩატარდა, სადაც ბათუმის გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა. 2006-2007 წლებში გუნდი კვლავ მეორე ადგილზე გავიდა. 2008 წელს კი საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა. გუნდს გამოუჩნდა სპონსორი, თუმცა 2015 წლამდე საქართველოს ჩემპიონატი აღარ ჩატარებულა. დიდი პაუზის შემდგომ - 2016 წლიდან გუნდი საქართველოს ჩემპიონატებში მონაწილეობს.
იხილეთ ფოტოები: