კერძო სკოლა „გიმნაზიის“ მოსწავლეთა დედის დღისადმი მიძღვნილი ემოციური ვიდეორგოლი
02-03-2023
ფოთის კერძო სკოლა „გიმნაზიაში“ მრავალფეროვანი სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. სკოლაში იმართება არაერთი, როგორც საგანმანათლებლო, ისე საზეიმო თუ გასართობი ღონისძიება, რომლებიც მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას და ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას ემსახურება. 

მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღს აქტიურად, შესაბამისი ღონისძიებებით აღნიშნავენ. გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც დედის დღე ყოფილა. 

ეს გამორჩეული დღე მოსწავლეებმა დიდი სიყვარულით, ხალისითა და მონდომებით აღნიშნეს. მათ ემოციური კლიპი გადაიღეს, დედებს სიმღერა მიუძღვნეს და ყვავილები მიართვეს, რითაც მშობლები უზომოდ გაახარეს.

მოსწავლეებმა ღონისძიებით დედებისადმი სიყვარული და პატივისცემა გამოხატეს.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203