შუასურების საჯარო სკოლაში ინოვაციური სასწავლო რესურსების პრეზენტაცია გაიმართა
03-03-2023
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელის - ლია რამიშვილის შექმნილი ინოვაციური სასწავლო რესურსების - „ფერადი საბურავები“ და „მხიარული ვაგონები“ პრეზენტაცია მოეწყო.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, რესურსების გამოყენება შესაძლებელია რამდენიმე საგანში - ქართული, მათემატიკა, ინგლისური ენა, რუსული ენა, ბუნება, ხელოვნება. რესურსის დახმარებით კი შესაძლებელია მრავალფეროვანი სასწავლო აქტივობის განხორციელება.
„რესურსის შექმნის მიზანია მოსწავლეთა დაინტერესება, ჩართულობა, სხვადასხვა უნარ-ჩვევის დახვეწა. აღნიშნული რესურსის გამოყენება ხელს შეუწყობს დიფერენცირებულ სწავლებას“,- გვეუბნებიან სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს