„დედავ სიცოცხლის დიდო საწყისო“ - დაწყებითი კლასების მოსწავლეთა შთამბეჭდავი ღონისძიება გურკელის საჯარო სკოლაში
03-03-2023
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურკელის საჯარო სკოლაში დედის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. 

დაწყებით კლასებში ღონისძიება - „დედავ სიცოცხლის დიდო საწყისო“ ჩატარდა. 

ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ მშობლები მასწავლებლები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, მათ შორის მხატვრულად წაიკითხეს თემატური ლექსები, იმღერეს და საცეკვაო ნომრები შეასრულეს. 

ბავშვებმა ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203