ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში დედის დღეს შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა
02-03-2023
ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში დედის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.

აღნიშნული ღონისძიება ყოვლადუსამღვდელოესის მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის და წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის რექტორის, მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით ჩატარდა.

ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეებმა წარმოდგენა დადგეს - ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, ქართულ ნაციონალურ სამოსში გამოეწყვნენ და აუდიტორიის წინაშე ცეკვები შესანიშნავად შეასრულეს. მათ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაისმახურეს. ბოლოს კი სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

ღონისძიებას გიმნაზიის დირექტორი, დეკანოზი პავლე (ცერცვაძე), სკოლის მოძღვარი, დეკანოზი თომა (ლაცაბიძე) და დირექტორის მოადგილე, ქალბატონი ნათელა კამკამიძე ესწრებოდნენ.

მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეების შემოქმედებითი უნარების გამოვლენას უწყობს ხელს და მოტივაციას უმაღლებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203