თბილისის N60 სკოლის I-IV კლასების მოსწავლეებმა დედის დღის მისალოცი ორიგინალური ბარათები შექმნეს
02-03-2023
თბილისის N60 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა პედაგოგის ხელმძღვანელობით, დედის დღისთვის მონდომებით ემზადებიან.

სკოლის I-IV კლასების მოსწავლეებმა საინტერესო და მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნეს. ყვავილები დახატეს, ფიგურები გამოჭრეს, გააფერადეს, მისალოცი ბარათები გააკეთეს და დედებს 3 მარტი ასე მიულოცეს.

აქტივოვობის მეშვეობით მათ შესაძლებლობები, შემოქმედებითი უნარები გამოავლინეს. დრო ხალისიანად გაატარეს და დედები გაახარეს.

აღსანიშნავია, რომ თბილისის N60 საჯარო სკოლაში არაერთი საგანმანათლებლო, კულტურული, საზეიმო თუ გასართობი ღონისძიება იმართება, რომლებიც მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და მათი ნიჭისა და უნარების წამოჩენა-განვითარებას ემსახურება. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203