
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამაშევის საჯარო სკოლაში, გაზაფხულის შემობრძანებასა და დედის დღესთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი პროექტი განხორციელდა.
პროექტის თემა - „დედავ, სიცოცხლის ტკბილო საწყისო!“ გახლდათ, რომელიც პედაგოგ თვალმზისა გიორხელიძის ორგანიზებით, პირველ კლასში განხორციელდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პატარებმა საკლასო ოთახი ყვავილებით მორთეს და გაზაფხულის სურნელი დაატრიალეს, შემდეგ მისალოცი ბარათები ლამაზად გააფორმეს და დედებიც დახატეს.
მასწავლებელმა ბავშვებს, ვიდეორგოლის სახით სიურპრიზი მოუწყო.
იხილეთ ფოტო და ვიდეორგოლი: