ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის დღის მისალოცი ბარათები დაამზადეს
02-03-2023
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობაში მონდომებით ერთვებიან. 

ამჯერად, მათ დედის დღისთვის მისალოცი ბარათები დაამზადეს, საკუთარი სათქმელი და სიყვარული შემოქმედებით გადმოსცეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

მოსწავლეების ნამუშევრები მრავალფეროვანი და საინტერესო იყო. გარდა ამისა, მათ დედის დღესა და გაზაფხულზეც ისაუბრეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული გარმოა შექმნილი. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203