ქუთაისის N16 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს 3 მარტი ლამაზი ღონისძიებით მიულოცეს
02-03-2023
ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში მოსწავლეები დედის დღის აღნიშვნას ზეიმით შეუერთდნენ.

მათ საყვარელ მასწავლებელთან, ლალი მილორავასთან ერთად, 3 მარტი შთამბეჭდავი ღონისძიებით აღნიშნეს და დღე გაალამაზეს.

ბავშვებმა ლექსები და ნაწარმოებები წაიკითხეს, მინი სპექტაკლი დადგეს და შესაძლებლობები შესანიშნავად გამოავლინეს.

„ამონარიდმა ლიტერატურული ნაწარმოებიდან ყველა ჩვენგანს სიხარულის ცრემლი მოგვგვარა თვალზე....ღონისძიება სიხარულში, სიყვარულში და ზეიმში გადაიზარდა!“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203